საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო

"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ საშინაო მატჩში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება.
შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები სტადიონიდან, სადაც ისმის შეძახილები: "სოხუმი საქართველოა", ასევე, უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები.
საქართველოს ნაკრებმა „ერთა ლიგის“ პირველი ტური მარცხით დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1. უკრაინის ნაკრებმა კი პირველ ტურში უნგრეთში 1:0 გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რამაზ სვანაძე. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ დატოვა.

























