რომის პაპი - სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი - მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად

მომლაპარაკებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად „გარკვეული პოზიციები“ გაწირონ , - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომის პაპმა სიტყვით გამოსვლისას კონკრეტულად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ახსენა, თუმცა განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაბრუნდა.

მისი თქმით, „ილუზიაა ის, რომ გადაიარაღება პასუხს წარმოადგენს“.

„სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი: ახალ უაზრო ხოცვა-ჟლეტას ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ მოთმინებით სავსე დიალოგის ვალდებულება უნდა ავიღოთ, მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად უნდა ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად“, - განაცხადა რომის პაპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო