Reuters - დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ხუთივე დაკავებული მამაკაცი დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელმა, ლოურენს ტეილორმა.

მისი თქმით, ეჭვმიტანილების გათავისუფლება გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს.

ტეილორმა აღნიშნა, რომ პოლიცია უცხო ქვეყნის შესაძლო მონაწილეობის ვერსიასაც განიხილავს.

„გარწმუნებთ, ამას ყველა შესაძლო კუთხიდან განვიხილავთ, მათ შორის იმასაც, რომ ეს პროქსი ძალების მიერ განხორციელდა ან იმ პირების მიერ, რომლებიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად უცხო ქვეყნის სახელით მოქმედებდნენ“, - აღნიშნა ლოურენს ტეილორმა.

პოლიციის ცნობით, ხუთივე ეჭვმიტანილი 20-25 წლის ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი დააკავა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, საჰაერო ბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა. დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ სამხედრო აეროდრომისკენ სამი ფურგონი მიემართებოდა.

დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულ სამსახურს საჯაროდ არ დაუსახელებია, თუ ვინ ითვლება ინციდენტში მონაწილე მხარედ. თუმცა, გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, სავარაუდო ვერსიად ირანთან დაკავშირებული მოტივი განიხილება, მაგრამ რუსული დივერსიული ოპერაციისა და ისლამისტური შეთქმულების ვერსიებიც არ გამოირიცხება.

ლონდონში ირანის საელჩომ ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ირანის ისლამური რესპუბლიკის მონაწილეობა უარყო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო