რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„ისინი სხვადასხვა საშუალებით ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა რეკრუტირებასაც ახდენენ. ასევე, ისინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავენ“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
„გარდა ამისა, მზადება მიმდინარეობს დამატებით 10000 სამხედროს განლაგებისთვის - ახლა მათი წვრთნებისთვის და შემდეგ რუსეთში გასაგზავნად შერჩევა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.