რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო შემადგენლობა გაზარდა

რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო შემადგენლობა გაზარდა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო შემადგენლობა გაზარდა , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსი სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 15500-ით გაიზარდა.

„განისაზღვროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 441 630 ერთეულის, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით“, - ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

მანამდე ეს მაჩვენებელი 2 426 130-ს, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა.