დონალდ ტრამპის ცნობით, ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ირანის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შუამავლების მეშვეობით შედგა.
„ჩვენ გავიმარჯვებთ. მიმაჩნია, ეს ამა თუ იმ გზით მაინც მოხდება. ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ომის დასრულების შემდეგ საწვავის ფასი მკვეთრად დაიკლებს.
„ორი რამ მოხდება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ინფლაცია მკვეთრად მცირდება და ომის დასრულებისთანავე სრულად აღმოიფხვრება. საწვავის ფასი მკვეთრად დაიკლებს და უკვე მცირდება კიდეც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.