აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავლებთან მოლაპარაკებები ცალ-ცალკე გამართეს

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავლებთან ცალ-ცალკე გამართეს მოლაპარაკებები, რაც შვიდთვიანი ომის დასრულებისკენ მიმართული განახლებული ძალისხმევის ნაწილია, - ინფორმაციას Reuters-ი ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ორშაბათს ცალკე ესაუბრნენ შუამავლებს.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა პირმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ შემდგომი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება იმ შვიდდღიანი წინადადების შესწორებულ ვერსიაზე, რომელიც ირანმა გასულ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წარადგინა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ელოდება აშშ-ის პასუხს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის უახლეს წინადადებებსა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის პირობებზე.

„თუ ამერიკელები აცხადებენ, რომ შეთანხმების ან მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს ეძებენ, ჩვენ ეს გადაწყვეტა უკვე წარვადგინეთ“, — აღნიშნა არაღჩიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო