დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანს ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქება შესთავაზა

დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანს ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქება შესთავაზა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანისთვის „არაფერი შეუთავაზებია“.

„Axios-ის სტატია, ისევე როგორც სხვა უმეტესობა, სიცრუეა. მათ ეს ყალბი სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაშალონ!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, Axios-მა და CNN-მა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ბირთვულ საკითხებზე „კონკრეტული პროგრესის“ სანაცვლოდ, თეირანს სანქციები შეუმსუბუქოს და გაყინული აქტივები განბლოკოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო