მარკო რუბიო - ირანში გადაწყვეტილებებს რადიკალი შიიტი სასულიერო პირები იღებენ - ასეთ ადამიანებს არასდროს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი

ირანში გადაწყვეტილებებს რადიკალი შიიტი სასულიერო პირები იღებენ, რომლებსაც მომავლის აპოკალიფსური ხედვა აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიონ განაცხადა.

„მათ სწამთ, რომ მათი რელიგიური მოწოდებაა, აპოკალიფსის გზით სამყაროს აღსასრული გამოიწვიონ. ასეთ ადამიანებს არასდროს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, რადგან ისინი მას სამყაროს დასაშანტაჟებლად და ხალხის დასახოცად გამოიყენებენ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ირანი, ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში, შეძლებდა სრუტეების გაკონტროლებას და გადასახადების დაწესებას.

„ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, რომლითაც თავის მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოს დაემუქრებოდა, შეძლებდნენ სრუტეების კონტროლს, გადასახადის დაწესებას და იმის გადაწყვეტას, ვის მიეწოდებოდა ენერგია და ვის - არა ამ პლანეტაზე“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს რომ ირანთან დაკავშირებით სხვაგვარად ემოქმედა, „5 წლის შემდეგ ყველა იტყოდა: „ვერ ვიჯერებ, რომ ირანს ჩვეულებრივი თავდაცვითი ფარის საფარქვეშ ბირთვული იარაღის პროგრამის შექმნისა და განვითარების საშუალება მისცეს და ახლა ახლო აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი საფრთხე გვაქვს“.

„სწორედ ასეთი სცენარის წინაშე ვიდექით. სწორედ ამის თავიდან აცილება შეძლო ტრამპმა“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო