პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებაზე - კანონი შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს, თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი, რასაც დააკომპენსირებს სახელმწიფო ბიუჯეტი

კანონი შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს, თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იქნება პირველი მოსმენა და ხვალ ორი მოსმენით დასრულდება კანონპროექტის მიღება.

„ამ კანონის მიღების შესახებ დაანონსებული იყო, რომ დაჩქარებული წესით იქნებოდა მიღებული. დღეს იქნება პირველი მოსმენა და ხვალ ორი მოსმენით დავასრულებთ კანონის მიღებას.

მიზანი არის მხოლოდ ერთი, რომ მცირე შემოსავლიანი მოსახლეობა გათავისუფლებული იყოს ქონების გადასახადისგან და არ დააწვეს ტვირთად ეს გადასახადი.

შინაარსი არის შემდეგი, რომ 40 000-ზე მეტი იყო შემოსავალი ოჯახის, მაშინ ის უკვე იწყებდა ქონების გადასახადის გადახდას. ახლა ეს ზღვარი ავიდა 100 000-ზე.

ეს შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს. ეს შარშანდელი მონაცემებით, წელს ალბათ უკვე უფრო მეტი იქნება. თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი. ეს თანხა შედის ადგილობრივ ბიუჯეტებში და ამას დააკომპენსირებს სახელმწიფო ბიუჯეტი”, - განაცხადა კვიჟინაძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი - 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდებიან.ქონების გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდეა და რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო