რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუმინეთში, სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით მიიღო შეტყობინება ბრაილას ოლქში ჩამოვარდნილი ობიექტის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ობიექტის ნამსხვრევები, რომელიც სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევებია, ბრაილას ოლქში, დიდი ბრაილას კუნძულზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაეცა.

ინციდენტის შესახებ ხელისუფლებას მოქალაქემ აცნობა და განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძარი თავისით ჩაქრა ისე, რომ მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია.

აღმოჩენილ ნამსხვრევებს რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ 29 სექტემბრის ღამეს რუმინეთმა თავისი საჰაერო სივრცის მახლობლად საჰაერო სამიზნე აღმოაჩინა და სიტუაციის მონიტორინგისთვის გამანადგურებლები განალაგა. თუმცა, იმ დროს რუმინეთის საჰაერო სივრცეში ობიექტის შეჭრის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, 26 სექტემბრის ღამეს უცნობმა სამიზნემ რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც მოკავშირეთა გამანადგურებლები ჰაერში განალაგეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო