მარგუს ცაჰკნა - თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო

თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აგვისტოს ღამით თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

„რუსეთი ევროპის წინააღმდეგ თავის დივერსიულ კამპანიას აგრძელებს, რათა იგი დააშინოს და აიძულოს, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა შეამციროს. ეს მოსკოვის მზარდი სასოწარკვეთის დამადასტურებელი ნიშანია, რადგან მან უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიის მიზნებს ვერ მიაღწია“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო