არგენტინა ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე ნავთობის საძიებო სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი ზომების მიღებით ემუქრება

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება, თუ ის ფოლკლენდის კუნძულების სანაპიროსთან ნავთობის საძიებო სამუშაოებს არ შეწყვეტს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ხავიერ მილეიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოს ორკვირიანი ვადა დაუწესა ნავთობის საბადოს პროექტ Sea Lion-ის გასაუქმებლად, რომელიც ისრაელისა და ბრიტანეთის კომპანიების ერთობლივი საწარმოა.

მილეის განცხადებით, თუ ორკვირიანი ვადა არ შესრულდება, დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იურიდიულ გუნდებს, დაიწყონ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Sea Lion-ის პროექტის მეშვეობით ქვეყნის რესურსების „უკანონო ძარცვის“ გამო.

მან ასევე გააფრთხილა გაერთიანებული სამეფო, რომ თუ რეგიონში „უკანონო ექსპლუატაცია“ ორი კვირის განმავლობაში არ შეწყდება, არგენტინა საკითხს ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცემს.

ფოლკლენდის კუნძულებიდან დაახლოებით 130 მილის დაშორებით მდებარე Sea Lion-ის ნავთობის საბადო, სავარაუდო მონაცემებით, 1.7 მილიარდ ბარელ ნავთობს შეიცავს.

ორი ნავთობკომპანია - ბრიტანული Rockhopper Exploration-ი და ისრაელის Navitas Petroleum-ი - აღნიშნულ საბადოზე ნავთობის მოპოვებას უახლოეს ორ წელიწადში დაიწყებს.

ორივე კომპანიას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Sea Lion-ის პროექტს ფოლკლენდის კუნძულების მხრიდან გაცემული მოქმედი ლიცენზიები გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამართულ რეფერენდუმზე კუნძულების მცხოვრებლებმა აბსოლუტური უმრავლესობით, 99.8%-ით, დაუჭირეს მხარი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიად დარჩენას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო