პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი 22 სექტემბრის მემორანდუმის თანახმად, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას იღებს.
მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კიბერსარდლობისა და საბრძოლო მხარდაჭერის სააგენტოების ხელმძღვანელობით, ხელოვნური ინტელექტის უახლეს შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა არჩევნების წინ უცხოურ საფრთხეებს დააკვირდეს და უცხოური აქტორების აშშ-ის დემოკრატიულ სისტემებში ჩარევა არ დაუშვას.
პიტ ჰეგსეთის ბრძანება საარჩევნო უბნებზე სამხედროების გაგზავნას არ ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.