გიორგი გაბუნია - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მზად ვართ, არსებითად ურთიერთობების გადასატვირთად - ჩვენი მზაობა დღესაც ძალაშია

მეტის მოლოდინი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ფარატინა ქაღალდს“, რომელიც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის სახით არსებობდა, არანაირი ძალა და რეალური შინაარსი არ გააჩნდა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მზად ვართ, არსებითად ურთიერთობების გადასატვირთად. ჩვენი მზაობა დღესაც ძალაშია.

ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის უმძიმესი საგარეო პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე გამოწვევები, საგარეო ასპექტში, ასევე საშინაო პოლიტიკურ ველზე. შესაბამისად, ამერიკული დიპლომატიის მთელი რესურსი მობილიზებულია ახლო აღმოსავლეთის, ირანის, უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით.

თუმცა, ჩვენ მზად ვართ და მეტის მოლოდინი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, რეალურ, თანასწორუფლებიან პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორობა და არა ის ფარატინა ქაღალდი, რომელიც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის სახით არსებობდა და არანაირი ძალა და რეალური შინაარსი არ გააჩნდა”, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

„ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან. ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო