კახა კალაძე IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციაზე - ვიცით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აგენტურას წარმოადგენენ - კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა დაინახონ, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება და რომელ პარტიას აქვს მხარდაჭერა

როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და შენი ქმედებები განპირობებულია გარე დავალებებით, კონკრეტული მითითებებით და არ იცავ ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამ განცხადებით კალაძე გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციად არიან წარმოდგენილნი, რეალურად, აგენტურის წარმომადგენლები არიან და სწორედ ამიტომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.

„კვლევაც არ სჭირდება, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ და რეალურად დაინახონ ის ვითარება, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება და თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ყველაფერი ნათელია.

როდესაც შენ არ ემსახურები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და შენი ქმედებები განპირობებულია გარე დავალებებით, კონკრეტული მითითებებით და არ იცავ ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა.

ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციად არიან წარმოდგენილნი, რეალურად, ვიცით, რომ არიან აგენტურის წარმომადგენლები. ჰყავთ თავიანთი პატრონები საზღვრებს გარეთ და ცდილობენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში, გაატარონ თავიანთი პატრონების, ანუ გარე ძალების ინტერესები. მაგრამ ეს არ გამოუვათ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს, რეალურად აფასებს სიტუაციას, რეალურად აფასებს გამოწვევებს, თუნდაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო