კახა კალაძე საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ განცხადებებზე - ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვა და დაგმობს ამ ყველაფერს

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი, მთავრობის წევრი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვა და დაგმობს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლები იმიტომ დუმან, რომ „სწორედ მათი მითითებებით დამკვიდრდა საქართველოში შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა“.

„ეს მათი მითითებებით მკვიდრდებოდა ქვეყანაში შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა, ეს შემთხვევითი არ არის. თუ გავახსენებთ ფაქტებს, როგორ შეურაცხყოფა მიდიოდა თუნდაც კონკრეტული მიმართულებებით - სარწმუნოების წინააღმდეგ, ჩვენი კულტურის წინააღმდეგ, ადამიანების წინააღმდეგ, ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები.

შეიძლება იყო კარგი მუსიკოსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოხვიდე სცენაზე და სცენა გამოიყენო იმისთვის, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენო, თუნდაც ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება, განსხვავებული შეხედულება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით.

ეს არ არის სწორი და მისაღები ფორმა. შენ შეგიძლია გამოთქვა შენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ბილწსიტყვაობით და არა ვინმეს შეურაცხყოფით",- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო