ლანა გალდავა - ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკითხს ჩვენ უამრავი ბრიფინგი მივუძღვენით - კარგია, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული ხდება, „ლელოს“ ინიციატივები გაითვალისწინოს და ჩვენს ბრიფინგებს უყუროს

ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკითხს უამრავი ბრიფინგი მივუძღვენით და დღეს ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს თავის ინიციატივად გამოიყენა, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ “ქართული ოცნება” იძულებული ხდება, “ძლიერი საქართველო - ლელოს” ინიციატივები გაითვალისწინოს.

“წლების განმავლობაში “ძლიერი საქართველო - ლელო” იბრძვის ხალხისთვის, ისეთი ინიციატივების გაჟღერებისათვის, რომელიც მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ქონების გადასახადთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხს უამრავი ბრიფინგი მივუძღვენით და დღეს ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს თავის ინიციატივად გამოიყენა.

კარგია, რომ “ქართული ოცნება” იძულებული ხდება, “ძლიერი საქართველო - ლელოს” ინიციატივები გაითვალისწინოს და იძულებულია, რომ მუდმივად ჩვენს ბრიფინგებს უყუროს”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო