ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციაზე - ეს კვლევა ვერ ასახავს რეალობას - ყველამ კარგად ვიცით, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ნიშნული გაცილებით მაღალია, ასევე, ძნელად წარმოსადგენია, რომ 16% მხარს უჭერდეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს

ეს კვლევა ვერ ასახავს რეალობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გასაკვირია ამ კვლევის შედეგები - ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ნიშნული გაცილებით მაღალია - ალოკაციით თუ ჩავთვლით, 60%-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.

მისი თქმით, ამ კვლევაში ასევე სარწმუნო არ არის ოპოზიციის შედეგები, ვინაიდან ღუდუშაურისთვის “ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს მოსახლეობის 16% მხარს უჭერდეს ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.”

„სად არის ოპოზიცია? არ ვიცი, თუ სადმე იპოვით რეალურ, იმ ოპოზიციას, რომელიც თავის თავს რადიკალურ და “პრინციპულ” ოპოზიციას უწოდებს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. ქართველი ხალხი ვერ პოულობს. ეს ადამიანები თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის პერიოდში არასოდეს ყოფილან საქართველოსთან და ქართველ ხალხთან. ეს ადამიანები იყვნენ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებთან, ბოროტებასთან და იყვნენ იქ, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდა გამალებული შტურმი. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებსა და ამ ე.წ. პოლიტიკურ სუბიექტებს ვერ იპოვით.

რაც შეეხება კვლევას, ვიტყოდი, რომ ეს კვლევა ვერ ასახავს რეალობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გასაკვირია ამ კვლევის შედეგები. ჯამურად გასაგებია, რომ მთლიანად ამ კოლექტიურ რადიკალებს კვლევის მიხედვით აქვს 16%. თუმცა ჩემთვის ეს არ არის სარწმუნო, რადგან ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს მოსახლეობის 16% მხარს უჭერდეს ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ასევე ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ნიშნული გაცილებით მაღალია. ალოკაციით თუ ჩავთვლით, 60%-ის ფარგლებშია. და ყველაზე მთავარი: ვიცი, რომ ეს ადამიანები ახლა ალიაქოთს ატეხენ, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ. ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ შექმნიან, ერთადერთი მარტივი გამოსავალი არსებობს: 2028 წელს იქნება არჩევნები, ქართველი ხალხი და ჩვენ მათ არჩევნებზე ველოდებით.

რა თქმა უნდა, მათ, ვისი ქმედებებიც გაივლის საკონსტიტუციო ფილტრს და ვინც დარჩება პოლიტიკურ ველზე. ქართველი ხალხი ელოდება მათ და იქ ნახავენ, რომ დიახ, მათი პროცენტები, თუნდაც ამ კვლევის მიხედვით, გაცილებით დაბალია, ხოლო მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაცილებით მაღალია”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო