პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა

პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა

პარლამენტში „ქართული ოცნების“ გამოკლებული წევრის მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა.

პარლამენტმა ქეთევან ხუროძის სადეპუტატო უფლებამოსილება 79-ხმით, ერთხმად ცნო.

შეგახსენებთ, მაია ბითაძე, რომელიც პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, პრემიერ - მინისტრმა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.