უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები მიიღო.
ზელენსკი გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს გამოეხმაურა და პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის პაკეტების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
„გასულ ღამეს ბალისტიკური რაკეტების წარმატებით განეიტრალება მოხერხდა. მადლობელი ვარ ჩვენი ამერიკელი და ნორვეგიელი პარტნიორების NASAMS-ის სისტემისა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების პაკეტისთვის. ასევე ბოლო დღეების განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერისთვის, კერძოდ რაკეტებისთვის, საფრანგეთისა და გერმანიის მადლობელი ვარ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ყოველდღიური ესკალაციის ფონზე უკრაინისთვის მსგავსი პაკეტების მიწოდების გაგრძელება მნიშვნელოვანია.