დიმიტრი პესკოვი - ბრალდებები ტალინში დრონების მწარმოებელ ქარხანაზე თავდასხმაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ უსაფუძვლოა

მოსკოვი ტალინში დრონების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის გაჩენაში არ მონაწილეობდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რითაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც ობიექტზე თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელდა.

„ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა, დაუფიქრებელი, რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია, არანაირ არგუმენტს არ შეიცავს. შესაბამისად, არ შეგვიძლია და არც ვაპირებთ ასეთი განცხადებების სერიოზულად აღქმას”, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო. ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აგვისტოს ღამით თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო