ვლადიმერ პუტინმა იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნაღდი ფულის გატანა აუკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ რუსეთიდან აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში რუბლის ნაღდი ფულის სახით გატანა აკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დაწესდეს აკრძალვა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის რუსეთის ფედერაციიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და უზბეკეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ნაღდი ფულის გატანა, თანხის მიუხედავად“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ აღნიშნულ ქვეყნებში 1 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გატანა ეკრძალებათ.

მანამდე, ასეთი აკრძალვა მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანაზე ვრცელდებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო