Reuters - საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო მოხელეები გაიფიცნენ - მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს

საფრანგეთში ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საჯარო მოხელეები გაიფიცნენ - მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის საჯარო სექტორის თანამშრომლების პროფკავშირების ორგანიზებით დღეს ქვეყნის მასშტაბით 170-ზე მეტი საპროტესტო აქცია იმართება.

ფრანგი საჯარო მოხელეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

მოსალოდნელია, რომ პარიზში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობას 40000-მდე ადამიანი მიიღებს.

საფრანგეთის ქალაქებში მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები ნაგვის ურნებით გადაკეტეს. ლიონის ერთ-ერთ სკოლასთან მოსწავლეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

საფრანგეთის მთავრობა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ხუთშაბათს გეგმავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო