Reuters - აშშ-ის ძალები ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას 30 სექტემბრამდე გეგმავენ

აშშ-ის ძალები ერაყში დარჩენილი ბოლო ბაზებიდან გასვლას ოთხშაბათამდე, 30 სექტემბრამდე გეგმავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ამ გასვლას გამარჯვებად აფასებენ ირანი და მისი მოკავშირეები, რომლებსაც ახლა ღრმა გავლენა აქვთ ქვეყანაში, სადაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს 4 500 ამერიკელი დაიღუპა.

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერაყელი ექსპერტების თქმით, გაყვანამ - რომელიც 2024 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს გადაწყდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, შეიძლება თეირანს და მის ძლიერ მოკავშირეებს თავისუფალი მოქმედების, აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“, კი დაბრუნების საშუალება მისცეს.

„ირანი კოალიციის გასვლით სტრატეგიულად ისარგებლებს, რადგან სრულდება სამხედრო ყოფნა, რომელიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდა“, - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერაყელმა ანალიტიკოსმა, ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ.

ერაყში ისლამური წინააღმდეგობის, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების, მეთაურმა აბუ მოჯტაბა ალ-იასირიმ აშშ-ის გასვლა შეაფასა, როგორც „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და საპატიო ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი“.

„30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიაში შავი ფურცლის დახურვას და ოკუპაციის მარცხს მცდელობაში, ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნება თავს მოეხვია. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა უცხოური ძალებით კი არა, მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის შესაძლებელი“, - განუცხადა აბუ მოჯტაბა ალ-იასირიმ Reuters-ს.

ირანი, რომელიც აცხადებს, რომ მისი საბოლოო მიზანია ამერიკულმა ძალებმა მთელი ახლო აღმოსავლეთი დატოვონ, ერაყიდან აშშ-ის გასვლას „წინააღმდეგობის ღერძის“ მთელ რეგიონში გამარჯვებად მიიჩნევს.

„ერაყში მდგრადი უსაფრთხოება გაიმარჯვებს როგორც კი ამერიკელები დატოვებენ ქვეყანას და რეგიონს. ირანი მიესალმება ამერიკული ჯარების ერაყიდან გაყვანას და უდავოდ მხარს დაუჭერს ამას“, - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ამირ ჰაიატ მოკადამმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო