რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები შედგა.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დმიტრიევი აშშ-ის ხაზინისა და ენერგეტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.
„დმიტრიევი ვაშინგტონში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკული ინიციატივების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიების გასაგრძელებლად იმყოფებოდა“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.