ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 სკოლის მიმდებარედ მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მოზარდი მსუბუქად არის დაშავებული.