ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები, მახინჯაურში კი თამარ მეფის გამზირზე ფერდი ჩამოიშალა

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მახინჯაურში ფერდი ჩამოიშალა, რამაც სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეაფერხა. უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო. შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის.

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.”,- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო