ანონსი  30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც ისინი მოითხოვენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ბორდის რეაგირებას.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას ქ.31

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591051601

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: „საწვავის ფასის გაზრდა - ოცნების ცრუ დაპირება, ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, რატომ არ გაიაფდა საწვავი".

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: EPP-ის რეზოლუცია.

მის: ვაჟა-ფშაველას #45ა, ტვ ფორმულას შენობა, სართული 3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია- 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის აგვისტო

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში", 1 ოქტომბერს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა.

მის: ვაჟა-ფშაველას #45ა, ტვ ფორმულას შენობა, სართული 3

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644

30 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი „ერთად ლიასთვის“ გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა