ვოლოდიმირ ზელენსკი - ოქტომბრისთვის შორი მანძილის ოპერაციები დავამტკიცეთ - რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას

უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას.

“პირველი: დავამტკიცეთ ჩვენი შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის. მეორე: განვსაზღვრეთ წლის ბოლომდე ჩვენი F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც ვთანხმდებით კონკრეტულ საავიაციო პაკეტებზე. უახლოეს დროში იქნება გაძლიერება…

დღეს იყო შორი ოპერაციების შესახებ ჩვენი სამხედროების ანგარიშები - უახლოესი დროისთვის პრიორიტეტებზე, ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ.

შორი მანძილი დარტყმების სფეროში უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა სრულდება, და რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს, და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას,” - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო