აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც მისმა ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმება უწოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს მან და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ის ვაშინგტონში შეხვდა.
დოკუმენტი კომპანიებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ გარე აუდიტორთან ან დამოუკიდებელ შემფასებელთან, რათა დაადასტურონ, რომ მათი ხელოვნური ინტელექტის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებს.
გარდა ამისა, კომპანიებს მოუწოდებენ, შექმნან დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს და მიიღებს ანგარიშებს შიდა და გარე აუდიტორებისგან, ასევე ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობის გუნდებისგან.
ამასან, კომპანიებს სთხოვენ, ჰყავდეთ შიდა გუნდი, რათა უზრუნველყოფილიყო „კონტროლის, მონიტორინგისა და აღმოჩენის ყველა მექანიზმის დანიშნულებისამებრ ფუნქციონირება“.
„დროთა განმავლობაში, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ამ ნაბიჯების კანონებსა თუ რეგულაციებში ასახვა. მიუხედავად იმისა, მოეთხოვებათ თუ არა ეს კომპანიებს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონტროლისა და აუდიტის მექანიზმების დანერგვა გადამწყვეტია ყველასთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი თითოეული კომპანია მზადაა, ეს განახორციელოს. მონაწილე კომპანიები რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავების მიზნით, რათა გააუმჯობესონ საკუთარი სისტემების უსაფრთხოება“, - აღნიშნულია შეთანხმებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპმა და Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ის, სოციალური მედიის პლატფორმა X-ისა და NVIDIA-ს ხელმძღვანელებმა.