საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს - დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას ტელეკომპანია BFMTV-ი ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ დაკავებულთაგან დაახლოებით ორი მესამედი პატიმრობაში რჩება და ისინი ძირითადად სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სამართალდამცავებზე ძალადობის გამო დააკავეს.

მინისტრის ცნობით, აქციების მიმდინარეობისას 48 სამართალდამცავი დაშავდა და დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანია.

საფრანგეთის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების დროს განათლების სისტემაში დასაქმებული, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთი კვირაა მართავენ. სამშაბათს მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს. პოლიციამ მოსწავლეებთან დაპირისპირებისას ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია