აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისთვის „მეტროპოლის“ ოფისი უკვე ბრუკლინშია

„მეტროპოლი“ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს უკვე ბრუკლინის ოფისში მასპინძლობს. ამერიკის წარმომადგენლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული მომსახურება ადგილზე მიიღონ.

დაინტერესებულ პირებს პერსონალური მრჩეველი კომპანიის პროექტების, გადახდის პირობებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს. ბრუკლინის ოფისი საქართველოში უძრავი ქონების შეძენის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.

მომსახურების ადგილზე შეთავაზებით „მეტროპოლმა“ გადაჭრა სხვადასხვა გარემოებისგან შექმნილი ისეთი დისკომფორტი, როგორიცაა:

  • ორ ქვეყანას შორის დროის დიდი სხვაობის გამო გამოწვეული ხარვეზები, მათ შორის, კომუნიკაციის პროცესში;
  • ონლაინ ზარების გამო დროში გაწელილი პროცედურები;
  • დოკუმენტების მომზადებისთვის დისტანციური სერვისების მიღება, რაც დროის დამატებით რესურსს მოითხოვდა;
  • პროექტების, დაგეგმარების, ჩაბარების კონდიციის შესახებ ინფორმაციის დისტანციურად მიღება, რაც პროცესს აფერხებდა.

მნიშვნელოვანია, რომ „მეტროპოლის“ ამერიკული წარმომადგენლობა კიდევ უფრო აძლიერებს საქმიან კავშირებს აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებსა და საქართველოს შორის, რაც მათ უძრავ ქონებაში უფრო მარტივად ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.

„მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და მმართველი პარტნიორი მამუკა იმედაშვილი:

„ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენლობის შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გვინდოდა, „მეტროპოლი“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და მათთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის პროცესი უფრო კომფორტული გაგვეხადა.

ბრუკლინის ოფისი ჩვენი საერთაშორისო განვითარების მიმართულების ნაწილია და შესაძლებლობას გვაძლევს, ამერიკის ბაზარზე უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი, ადგილობრივ მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი საქართველოში არსებული პროექტები და გვქონდეს მათთან პირდაპირი კომუნიკაცია“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.

„მეტროპოლის“ შესახებ:

„მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეული და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას მიიღოს ის, რაც ჩაიფიქრა - იქნება ეს სახლი თბილისში თუ მშვიდი ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით სუბურბანულ პროექტებში.

„მეტროპოლის“პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 4 მიმდინარე და 4 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“ , ამჟამად პროექტების– „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, მიმდინარეობს „მეტროპოლის“ სუბურბანული პროექტების– „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ მშენებლობა.

„მეტროპოლი“ დღეს ქართული სამშენებლო-დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც აგრძელებს სტაბილურად განვითარებას და ბაზარს თანამედროვე მოთხოვნებისა და ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესაბამის პროექტებს სთავაზობს.

დაგვიკავშირდით: +995 571 88 99 99 | www.metropol.ge

გაყიდვების ოფისები: თბილისი, დ.გულიას 4 | ალ.ყაზბეგის 15

2875 W 8TH STREET, SUITE 2, BROOKLYN, NY, 11224, USA

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია