ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს.

ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბასთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური მხარდაჭერის გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით“.

პუტინი აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების თავისი კანონიერი უფლება დაიცვა“, - ნათქვამია პუტინის წერილში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია