გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2026 წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დაავადებების მართვა ხშირად ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, ზოგ შემთხვევაში კი პაციენტს ექიმის რეკომენდაციების დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკურნალობის სწორად შერჩევა, არამედ მისი თანმიმდევრულად გაგრძელებაც.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ყოველწლიურად, 29 სექტემბერს, გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მთავარი გზავნილია - „არ გამოგრჩეს გულისცემა“, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს პრევენციის, დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის მნიშვნელობას.
გულის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს მხარდაჭერით, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის ორგანიზებით, კარდიოლოგებისთვის მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასის მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილებისა და ქართველი კარდიოლოგების პრაქტიკული ცოდნის გაერთიანება და პაციენტების მკურნალობისადმი დამყოლობის გასაუმჯობესებლად ეფექტური და პრაქტიკული მიდგომების შემუშავება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკფაქტორებია მოწევა, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური უმოქმედობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სტრესი. დაავადების მართვისას მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია: მნიშვნელოვანია, პაციენტს ესმოდეს მისი აუცილებლობა და ექიმის რეკომენდაციებს თანმიმდევრულად ასრულებდეს. მედიკამენტების არარეგულარულად მიღებამ ან მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტამ შესაძლოა გაზარდოს გართულებების, ჰოსპიტალიზაციის, ინფარქტისა და ინსულტის რისკი. სწორედ ამიტომ ექიმისა და პაციენტის ეფექტურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ GM PHARMA ხელს უწყობს არა მხოლოდ მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, არამედ ექიმების პროფესიულ განვითარებასა და პაციენტების ცნობიერების ამაღლებასაც. როგორც კომპანიის კარდიოლოგიული პრეპარატების პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი აღნიშნავს, GM PHARMA მუდმივად მონაწილეობს საგანმანათლებლო ინიციატივებში, ხოლო ამ მასტერკლასით კომპანია კიდევ ერთხელ შეუერთდა გულის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას:
„საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მუდმივად არის ჩართული საგანმანათლებლო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ინიციატივებში. ამ მასტერკლასით კი ჩვენ ვუერთდებით გულის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას.
გულის მსოფლიო დღის მთავარი ლოზუნგი კვლავ უცვლელია - Don't miss a beat - არ გამოგრჩეს გულისცემა. 2026 წელს მეტი აქცენტი კეთდება მსოფლიოს ყველაზე დიდ მკვლელზე რომელიც თვალწინ იშლება (The world’s biggest killer is hiding in plain sight).
ასევე უნდა აღინიშნოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იმ ქრონიკულ დაავადებებს მიეკუთვნება, რომელთა სამკურნალო მედიკამენტებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის წარმოდგენილი GM PHARMA-ს მედიკამენტებიც. შეგახსენებთ, რომ კომპანია GM PHARMA-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სამკურნალო პრეპარატების 10-ზე მეტი ბრენდითაა წარმოდგენილი.
სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია.“ - თამარ ნანობაშვილი
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს უკვე 27-წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.
სწორედ ამ მიზნით კომპანიის კვლევა-განვითარების ლაბორატორიაში მიმდინარეობს რამდენიმე ახალ კარდიოლოგიურ პრეპარატზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც GM PHARMA ოპერირებს, მალე გამოჩნდება ახალი პრეპარატებიც, რომელთა საშუალებითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს და მათ პაციენტებს პრობლემის უკეთესად გადაჭრის საშუალება მიეცემა.
(R)