„საქსტატი“ – 2026 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია