უკრაინული მედია - მოლდოვაში დრონი აფეთქდა

მოლდოვაში დრონი აფეთქდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეფრინდა, რომელიც დილით ქალაქ ბენდერის თავზე დააფიქსირეს.

მოგვიანებით, დრონი ანენი-ნოის რაიონში სოფელ ჰირბოვეცის მახლობლად ჩამოვარდა.

პოლიციის ცნობით, დრონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია