პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს და თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი გააცნეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია