„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი

„ევროპის სახალხო პარტია“ მკაცრად გმობს გიორგი ბარამიძის დაკავებას ცალსახად პოლიტიკური ბრალდებებით და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ასევე - ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, - ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში: „ავტორიტარიზმისკენ უკუსვლა საქართველოში”, რომელიც ტულუზაში 28-29 სექტემბერს გამართულ პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე მიიღეს.

„ევროპის სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისადმი მათი კანონიერი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის კუთხით“, - აღნიშნულია რეზოლუციაში

„ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული პროცესები შეწყვიტოს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების - მათ შორის, EPP-ის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - აკრძალვისკენ მიმართული პროცესები და პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მოქალაქეთა უფლებას, თავისუფლად აირჩიონ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლები; მოითხოვს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებული გამოყენებისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით და ასევე პასუხისმგებელი პირების პასუხიგებაში მიცემას”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია