თაზო დათუნაშვილი - უკანასკნელ 1 თვეში სხვადასხვა კატეგორიის დიზელის საწვავი 36-დან 50 თეთრამდე გაიზარდა და ყველაზე მძიმე ის არის, რომ ხარჯის გამო მევენახეები დგანან დილემის წინაშე - 2012 წელს დაპირებული ლარი სად წავიდა, რატომ ვერ გაიაფდა საწვავი?

უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიის დიზელის საწვავი 36 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა - ყველაზე მძიმე ამბავი ის არის, რომ ხარჯის გამო ქართველი მევენახეები, თუ გლეხები დგანან დილემის წინაშე, შეწყვიტონ კულტურა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, შეამცირონ ფართობი, თუ საერთოდ დაანებონ ამ საქმეს თავი. 2012 წელს დაპირებული ლარი, სად წავიდა, რატომ ვერ გაიაფდა საწვავი? რა არის ამის კონკრეტული მიზეზი?, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობაა, „ქართული ოცნება“ ვალდებულია გვერდიდან არ უყუროს ქართველი გლეხების გასაჭირს და დროებითი ღონისძიების სახით, შეამციროს ან გააუქმოს მთლიანად აქციზის გადასახადი.

„14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მათ შორის საწვავის საფასურის შემცირების დაპირებით. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება 14 წლის წინ იყო საწვავის ფასის 1 ლარით შემცირება. ამ ყველაფრის შემდეგ 14 წელი გავიდა, ჩვენც სექტემბრის თვეში ვართ, როდესაც მთელი ქვეყანა რთველის და მოსავლის აღებით არის დაკავებული და ქართველ გლეხს ყოველდღიურად უძვირდება ის ძირითადი საწვავი,რომელსაც მოიხმარს მოსავლის აღებისა და ზოგადად, დამუშავების პერიოდში.

უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიის დიზელის საწვავი 36-თეთრიდან 50-თეთრამდე გაიზარდა, მაგალითად, „გალფის“ ქსელში ევრო დიზელი 50-თეთრამდე გაძვირდა. „ჯიფორს“ ევრო დიზელი 48-თეთრით გაძვირდა. „ვისოლის“ ქსელში ეკოდიზელი 46-თეთრით, ევრო დიზელი 47 თეთრით გაძვირდა. „სოკარის“ ქსელში ევრო 5 დიზელი 48 თეთრით, „ნანო ევრო 5“ დიზელი 36 თეთრით გაძვირდა“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემები რომ შეადარო, მაგალითად 2012 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა. მისი თქმით, ამ 14 წლის განმავლობაში დიზელის ფასი 2,60 ლარით გაძვირდა.

„როდესაც დიზელი ასე ძვირდება, ეს მასიურად აძვირებს ყველა იმ ხარჯს, რომელიც აქვს მევენახეს, ფერმერს ან ჩვეულებრივ გლეხს იმისთვის,რომ მთელი წლის დოვლათი დააგროვოს. ეს ფასი საბოლოოდ მხოლოდ ფერმერების ჯიბეზე არ აისახება, აისახება მთელი მოსახლეობის ჯიბეზე იმიტომ, რომ მთელ სავაჭრო ჯაჭვში იზრდება ფასი და საბოლოოდ, ქართული სოფლის მეურნეობის ფასი იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქციას,რომელიც დომინანტია დღეს, ქართულ ბაზარზე.

ყველაზე მძიმე ამბავი ის არის, რომ ამ ხარჯის გამო ქართველი მევენახეები, თუ გლეხები დგანან დილემის წინაშე- შეწყვიტონ კულტურა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, შეამცირონ ფართობი, თუ საერთოდ დაანებონ ამ საქმეს თავი. ამ მოვლენას ადასტურებს კონკრეტული რიცხვები, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში დამუშავებული მიწის ფართობი 26%-ით შემცირდა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია