სანზონაში ლიფტის ჩავარდნის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სანზონაში წუხელ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, აქედან 5 მოზარდი იყო. მათივე ცნობით, ლიფტი, მეცხრე სართულიდან ჩაწყდა.

„ყველა კარგად არის, ერთს აქვს ფეხი მოტეხილი...მეცხე სართულიდან ჩავარდა ლიფტი“,- აღნიშნავს მოქალაქე.

დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკურმა დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოზარდებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ და ბინაზე გაეწერნენ.

„ერთ მუხლზე, მეორეს კი წვივზე ჰქონდა დაბეჟილობა. სამივე მოზარდი იყო“,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია