Reuters - ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო

ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანმა კატარელი შუამავლების მეშვეობით აშშ-ის პასუხი მიიღო შვიდდღიან გეგმაზე, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

წყაროს თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში, ირანელ ოფიციალურ პირებთან განიხილავს.

ცნობისთვის, ირანმა სამშვიდობო წინადადება გასულ კვირას წარადგინა. წინადადება შვიდი დღის ვადაში ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს, თუ აშშ ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობზე დაწესებულ სანქციებს გააუქმებს და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინადადება უარყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია