აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულა

აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაასრულა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-მა და კოალიციურმა პარტნიორებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის 12-წლიანი სამხედრო მისია დაასრულეს.

პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, „ერბილის ავიაბაზიდან კოალიციური სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის ორგანიზებული გასვლა იმ სამხედრო მისიის წარმატებულ დასასრულს აღნიშნავს, რომელმაც ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა“.

„ასევე, ეს აღნიშნავს გადასვლას ომის პერიოდის კოალიციური მისიიდან ერაყის ხელმძღვანელობით მოქმედ უსაფრთხოების ძალისხმევაზე, რომელსაც მხარს ბუნებრივი ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობები უჭერს“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ და ერაყი სამხედრო მისიის დასრულების შესახებ 2024 წელს შეთანხმდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია