ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს

საქართველოში ზამთრის მკაცრი პირობები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებს აღარ უკავშირდება - ბოლო წლების განმავლობაში თბილისში თოვლი და ყინვები უფრო ხშირად ფიქსირდება, რაც მძღოლებისგან წინასწარ მომზადებას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, ამბოლმა გადაწყვიტა პასუხისმგებლიანი მომხმარებლები წაახალისოს და Nexen-ის სამხრეთ კორეული პრემიუმ ბრენდის საბურავებს სპეციალური აქციით სთავაზობს მათ

  • 1-10 ოქტომბერი - 30%-იანი ფასდაკლება
  • 11-20 ოქტომბერი - 25%-იანი ფასდაკლება
  • 21-31 ოქტომბერი - 20%-იანი ფასდაკლება

ყველაზე მეტი ფასდაკლებით ის მომხმარებელი სარგებლობს, ვინც ზამთრისთვის მომზადებას ყველაზე ადრე იწყებს. ეს, ერთი მხრივ, მეტ დაზოგილ თანხას, ხოლო, მეორე მხრივ ავტომობილის პიკურ სეზონამდე გამართვას გულისხმობს, რაც რიგებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან აცილებას ნიშნავს.

Nexen-ის სამხრეთ კორეული ბრენდის ზამთრის საბურავები გამოირჩევა მაღალი მოჭიდებით დაბალი ტემპერატურის, თოვლისა და ყინულის პირობებში, უზრუნველყოფს მოკლე სამუხრუჭე მანძილს და ავტომობილის სტაბილურობას რთულ გზებზე.

აღნიშნული აქციის ფარგლებში Nexen-ის ზამთრის საბურავების შეძენა შესაძლებელია „ამბოლის“ ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია