ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე - ისრაელმა რეგიონული ოპერაციები უნდა გააძლიეროს - ტერორიზმი ისეთი ბოროტებაა, რომელთანაც შეთანხმება კი არა, მხოლოდ მისი დამარცხებაა საჭირო

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის განცხადებით, flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელმა რეგიონში სამხედრო კამპანიები უნდა გააძლიეროს.

„მადლობა ღმერთს და გმირ მგზავრებს, თუმცა ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინა ახალ დონეზე უნდა ავიდეს. არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვაგრძოთ მოქმედება სრულ გამარჯვებამდე ირანში, ლიბანში, ღაზასა და იუდეა-სამარიაში. მიამიტური რწმენა, რომ ჩვენს მტრებს სიცოცხლე რაიმედ უღირთ და მათ მიმართ შემწყნარებლობაა საჭირო, დღეს დილით კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ. ტერორიზმი ისეთი ბოროტებაა, რომელთანაც შეთანხმება კი არა, მხოლოდ მისი დამარცხება და მისი ამოძირკვაა საჭირო“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩის განცხადებით, ვინც თვითმფრინავის ჩამოგდებასა და 180 ისრაელელის მკვლელობას შეეცადა, პასუხი უნდა აგოს.

“მათ, ვინც თვითმფრინავის ჩამოგდებასა და 180 ისრაელელის მკვლელობას შეეცადა, პასუხი უნდა აგონ ისე, თითქოს ეს მკვლელობა ჩაიდინეს. იგივე ეხება ნებისმიერ ქვეყანასა თუ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ისინი ამ საქმეზე გაგზავნა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მედიაში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. Flydubai-ს რეისზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, სალონში ატეხილი განგაში მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება დაიწყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია