დიმიტრი პესკოვი - რუსეთში პოლიტპატიმრები არ არიან

რუსეთში პოლიტპატიმრები არ არიან, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, აშშ-სთან განხილული იქნა თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ სანქციების შესაძლო შემსუბუქების საკითხი, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ამ ფორმით „ვერ განიხილებოდა“.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერი სახის პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხის მსგავსი ფორმულირება სრულიად უადგილოა“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, პატიმრების გაცვლის საკითხებს აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურები განიხილავენ.

„რაც შეეხება სხვადასხვა გაცვლებს, რომლებიც ადრეც შედგა, ჩვენი სპეცსამსახურები ამ საკითხზე რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია