ვახტანგ გომელაური - ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე არ განიხილება - რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს, საიდან უნდა მცოდნოდა?

ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს.

აღნიშნული მან ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა.

გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, დერეფანში, მაშინ როდესაც ის სასამართლოს შენობას ტოვებდა, ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას მოკლედ უპასუხა.

„ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო“,- განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას, ასე უპასუხა:

„არ განიხილება არანაირად ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე.... ამ ეტაპზე არ განიხილება და მომავალში...",- განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე და ბრალდებებზე, განაცხადა, რომ "ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თავს შეიკავებს".

რაც შეეხება ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას და ამის შესახებ ინფორმაციის ცოდნას, გომელაურმა განაცხადა: "საიდან უნდა მცოდნოდა?"

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია