ვლადიმერ პუტინი - ჩვენს ხალხს ვერავინ გატეხს, ან შეაშინებს - რუსეთი, ზოგიერთების მსგავსად, არ ირბენს მთელ მსოფლიოში და დამამცირებლად, გაწვდილი ხელით მოწყალებას არ ითხოვს

ჩვენს ხალხს ვერავინ გატეხს, ან შეაშინებს. მაღალმა აქტივობამ არჩევნებზე და არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის სიძლიერე და ჩვენი ხალხის ერთიანობა ისტორიული გამოწვევების წინაშე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან პარლამენტარებს მოუწოდა, უფრო თამამად მოხსნან ბიზნესისთვის ადმინისტრაციული ბარიერები და ახალი საინვესტიციო ციკლი დააჩქარონ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში რუსეთი ასეთი ცვლილებების წინა ხაზზე უნდა იყოს.

„რუსეთი - ზოგიერთების მსგავსად, თითს არავისკენ გავიშვერთ - არ ირბენს მთელ მსოფლიოში და დამამცირებლად, გაწვდილი ხელით მოწყალებას არ ითხოვოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს დამამცირებელია. მეორეც, იმიტომ, რომ არავინ არაფერს მოგვცემს და, მესამე, რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ ეს არ გვჭირდება”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსული საზოგადოების ერთიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საიმედო გარანტიებს მომავალი თაობებისთვის.

„ჩვენი საზოგადოების ერთიანობა არის საიმედო, ფუნდამენტური გარანტია იმისა, რომ ერთად მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს. უზრუნველვყოფთ რუსეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საიმედო გარანტიებს მომავალი მრავალი თაობისთვის. ასეც იქნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია