Politico - ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს, ასევე, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო სამოქმედო გეგმებს მიიღებენ

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროკომისიის გეგმის პროექტის თანახმად, ერთიან ბაზარზე წვდომის მიღება პირობითი იქნება და უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება, თუ კანდიდატი ქვეყნები დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან ან სენსიტიურ ტექნოლოგიებს არამეგობრულ მთავრობებს გაუზიარებენ.

როგორც Politico წერს, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე უპრეცედენტო „ეტაპობრივ ინტეგრაციას“ შესთავაზებს.

ასევე, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო სამოქმედო გეგმებს მიიღებენ, რათა მომდევნო წლების განმავლობაში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში პროცესი გაჭიანურდა, რაც იმის შიშს აჩენს, რომ ისინი რუსეთს ან ჩინეთს დაუახლოვდებიან.

ევროკომისიის გეგმის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია