ანონსი  1 ოქტომბერი

1-ელ ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული რეგიონული ღონისძიება „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“ გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 2, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“

საკონტაქტო: 571 71 17 12

1-ელ ოქტომბერს, 11:00 საათზე, რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია, აქციასთან - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: რიყის პარკი, ამფითეატრი.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

1-ელ ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საკონტაქტო: 555451001

1-ელ ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის, ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

1-ელ ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია